10 მარტი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა აიპ “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის” მიერ წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს იმ პროექტებს, რომლებიც საფესტივალო და საკონკურსო ღონისძიებების დაფინანსებას, უმეტეს შემთხვევაში კი თანადაფინანსებას გულისხმობს.
აიპ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის “მცირე პროზა”, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების I ეროვნული კონკურსი,ახალგაზრდა მწერალთა კონკურსი “მერანი”, X საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”, თბილისის II საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი, ასევე ყოველწლიური ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტოს” - ეს იმ პროექტთა ჩამონათვალია, რომლებიც აიპ “თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა” კომისიას წარუდგინა.
ამავე სხდომაზე თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ წარმოდგენილ იქნა პროექტი, რომელიც შშმ პირების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენის ჩატარების ხელშეწყობას გულისხმობს.
დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს საქველმოქმედო ღონისძიების თანადაფინანსების საკითხის თაობაზე იმსჯელეს,რომელიც 2 აპრილს გაიმართება და ბავშვთა და მოზარდთა აუტიზმის მულტიფუნქციური კლინიკის ახალი სივრცის სპეც-ტექნიკით აღჭურვას სულად მოხმარდება. აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროს სხდომაზე გავა.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025