03 ნოემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და მის მმართველობაში არსებული ,,ა.ა.ი.პ. კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის“ 9 თვის ანგარიში მოისმინა.
კულტურის მიმართულებით ანგარიში მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ და კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის თავმჯდომარემ ზურაბ წერეთელმა წარმოადგინეს.
მომხსენებლებმა ანგარიშში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მუნიციპალური დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმებზე დეტალურად ისაუბრეს.
მონაცემების თანახმად, 9 თვის განმავლობაში საქალაქო სამსახურში 6,086 წერილი შევიდა, რომელთაგანაც 80% დადებითად გადაწყდა. მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ია მაქაცარიას განცხადებით, დედაქალაქში 9 თვის განმავლობაში დაიდგა რვა ძეგლი, გაიხსნა 18 მემორიალური დაფა, დასრულების ფაზაშია ოთხი არქეოლოგიური პროექტი. ასევე მოეწყო სახალხო დღესასწაულები, როგორებიცაა -„თბილისობა 2015“, ახალი წელი, 26 მაისი. მან ასევე გალაკტიონის მუზეუმის მხარდასაჭერ პროექტზე -“მე ვკითხულობ გალაკტიონს“ ისაუბრა.
საკუთარ გამოსვლაში ია მაქაცარია შეეხო ,,თბილისობა 2015’’- ის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსაც და აღნიშნა, რომ ,,თბილისობის’’ შედეგების ანალიზის მიზნით ჩატარებული კვლევის თანახმად, ვიზიტორთა 52%-მა ღონისძიებებს დადებითი შეფასება მისცა.
2015 წლის ანგარიშში დეტალურად იყო წაროდგენილი კულტურული მეწარმეობის ფესტივალის საბოლოო შედეგები, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ჩატარდა და რომლის დასკვნითი გამოფენა „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში განხორციელდა.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ,,ა.ა.ი.პ. კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიში, სადაც დეტალურად იყო ასახული ცენტრის ხელშეწყობით განხორციელებული სახელმწიფო, სახალხო, რელიგიური დღესასწაულები, მათ შორის, საერთაშორისო ფესტივალები, კონკურსები და საიუბილეო ღონისძიებები. გარდა ამისა ანგარიშში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საგამომცემლო საქმიანობის, ასევე ქართული კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ პროექტების თაობაზეც.
დეპუტატებმა ასევე 2015 წელს მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ პროექტების მართვის დანერგილ პროცესებში რამდენიმე სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ცვლილებიც განიხილეს, აქვე რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ მალაღურაძე რომელმაც, კომისიის წევრებს დედაქალაქის კულტურული განვითარების მიმართულებით ქალაქ ბრისტოლის წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კომისიის წევრებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დეპუტატები ესწრებოდნენ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025