05 ოქტომბერი 2018
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ გასვლითი სხდომა სოფელ დიღომში ახლადაშენებულ, თბილისის 67-ე ბაგა-ბაღში გამართა, რომელზეც ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ 2018 წლის 9 თვის ანგარიში წარადგინა. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
სხდომის დაწყებამდე, დეპუტატებმა დაათვალიერეს ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მიმდინარე სააღმზრდელო პროცესს, დაათვალიერეს სამზარეულო და სათავსოები, შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას.
კახაბერ გვანცელაძემ თავის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროექტებზე, ასევე, ბაგა-ბაღებში უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსის შესახებ. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ანგარიში.
კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მიღწეულ წინსვლაზე და არსებულ გამოწვევებზე, ასევე მათი გადალახვის გზებსა და ახალ ინიციატივებზე, როგორც აღმზრდელთა შრომის ღირსეულად დაფასების, ისე აღსაზრდელების ჯანსაღი განვითარების, ასევე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის გაუმჯობესების კუთხით.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების ათასობით თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად მნიშვნელოვნად დიდ სამუშაოს ასრულებენ და მათი შრომის ღირსეულ დაფასებაზე გააკეთა აქცენტი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ისაუბრა ბაღების გამართული მუშაობის საფინანსო უზრუნველყოფაზე.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მოწვეულ სტუმრებსა და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილეს საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ
ნოემბერი 11,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025