22 თებერვალი 2020 საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ანდრეს კნაპე ეწვია, რომელიც დღეს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა.
ღონისძიებაზე, რომელსაც ორგანიზებას ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უწევდა, ანდერს კნაპემ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმო და საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კონგრესის პრეზიდენტთან ერთად ვიზიტში მონაწილეობას ამავე ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი იღებდა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებსა და ახალგაზრდებს ეროვნული მუზეუმის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ექსპოზიციები დაათვალიერებინეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის ანდერს კნაპეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნულია მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში, საქართველოს პარლამენტში, ასევე ევროსაბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში - საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან, კახა კალაძესთან. სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით, დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიის მონახულებაც.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025