თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ სოლოლაკში ზონალური სტატუსების შეცვლის შესახებ განმარტება გააკეთა.
"დღეს საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ქალაქის სხვადასხვა უბნებში ზონალური სტატუსების შეცვლის შესახებ ვიმსჯელეთ. მათ შორის, სოლოლაკში მდებარე რამდენიმე ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლის თემაც განვიხილეთ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებას პროექტ „პანორამა თბილისთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და იგი რეკრეაციული ზონის განადგურებას არ გამოიწვევს“,- განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემაღნიშნული განმარტება სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საკრებულოსათან მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
მომიტინგეებმა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.