თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრები დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართული სამუშაო შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ გახსნა. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიგა ახვლედიანმა მიმართა და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოწვეულ სტუმრებს კომისიის რეკომენდაციები გააცნო.
შეხვედრაზე, კომისიის წევრებმა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს ბადრი გიორგიძეს და მის მოადგილეს კახი ქორიძეს მოუსმინეს. მათ საკრებულოს დეპუტატებს, სარევიზიო კომისიის მიერ გადაგზავნილ დასკვნებთან, პროფესიულ ხედვებთან და ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრები და მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობის გარღმავებაზე, ინფორმაციის უფრო აქტიურ რეჟიმში გაცვლასა და ინტენსიური ერთობლივი მუშაობის კოორდინირებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას კომისიის სამდივნოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.