თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის სპეციფიკის თაობაზე მოისმინეს ინფორმაცია.
კომისიის წევრებმა თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მიერ 2015, 2016 და 2017 წლების პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
დღესვე, დეპუტატებმა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიას“ მიერ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის და ასევე ა(ა)იპ ქ.თბილისის №60 საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნები განიხილეს.
როგორც სხდომის დასასრულს რიმა ბერაძემ აღნიშნა, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.
სარევიზიო კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ხელმძღვანელები, ასევე №60 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.