თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გააცნო.
სხდომაზე კომისიის წევრებმა კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა მოისმინეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ ტაბატაძემ წარმოადგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
დღესვე სხდომაზე ა(ა)იპ ქ.თბილისის N5 საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 ივლისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.
სარევიზიო კომისიაზე წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლებიც დეპუტატებს რიმა ბერაძემ გააცნო, კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის როგორც კრწანისის რაიონის გამგეობას, ასევე N-5 საბავშვო ბაგა-ბაღს გადაეგზავნება.