თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის განკარგულებით შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოსათვის“ გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობის დამატებითი შემოწმების შედეგებსა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე იმსჯელეს. დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენელი მოსაზრებებიც განიხილეს.