თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. საკითხი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 1 490,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 009 879,6 ათას ლარს.
კომისიის სხდომაზე, ასევე ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
დღესვე სარევიზიო კომისიის სხდომაზე ააიპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს.
საკითხის განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.