თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
გაიოზ თალაკვაძის ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტში რამდენიმე ცვლილება შედის, რომლებიც მერიის სარეზერვო ფონდის გაზრდას, ტრანსპორტის სუბსიდირებას და შიდა განაწილებებს შეეხება.
სარევიზიო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.