თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თბილისის N3 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი“-ს მიერ, 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო- სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
სარევიზიო შემოწმების მასალების გაცნობის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ კომისიის წევრებს სარევიზიო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო. როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რეკომენდაციები ძირითადად ტექნიკურ დეტალებს ეხება.