თბილისის საკრბეულოში, ლევან ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საქალაქო საფინანსო სამსახურის უფროსმა, გაიზო თალაკვაძემ გააცნო. ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის მოცულობა 20552,2 ათასი ლარით იზრდება და 1823 624,5 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, კომისიის წევრებმა ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის, 1 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განხილეს და საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2023 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიშს გაეცნენ.