თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ 2022 წლის სამუშაო გეგმა წარადგინა.
კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის სამუშაო გეგმა დეტალურად განიხილეს და მის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.