თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე უძღვებოდა.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებული ტენდერის შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ფარგლებში 2014 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის 23 სექტემბრამდე ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობისა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 23 სექტემბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე იმსჯელეს.
დღესვე დეპუტატებმა მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ფარგლებში 2014 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის 23 სექტემბრამდე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კუთხით განხორციელებული საქმიანობისა და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 23 სექტემბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.
კომისიის წევრებმა ამავე სხდომაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეულ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში გაწეულ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე იმსჯელეს.