თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი დეპუტატებს გააცნო.
კომისიის წევრებმა ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების დასკვნა, ასევე სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წლის და 2017 წლის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების დასკვნა მოისმინეს. გამგეობების წარმომადგენელმა ანგარიშებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილეს „ზაჰესის“ საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების დასკვნა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სხდომაზე რიმა ბერაძემ წარადგინა, რომელსაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. ეს რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის ნაძალადევის და სამგორის რაიონის გამგეობებს, ასევე „ზაჰესის“ საბავშვო ბაგა-ბაღს გადაეგზავნება.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან - 30 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაწეული სამუშაოს 6 თვის ანგარიში.