თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გააცნო.
სხდომაზე ა(ა)იპ თბილისის N-50 საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს, რომლის თაობაზე დეტალური ინფორმაცია შემმოწმებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა ბესიკ ახვლედიანმა წარმოადგინა.
დღესვე კომისიის წევრებმა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების დასკვნა მოისმინეს, რის შემდეგაც შესაბამისი განმარტებები გამგეობის ეარმომადგენლებმა გააკეთეს.
სარევიზიო კომისიაზე წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები სხდომაზე რიმა ბერაძემ წარადგინა, რომელსაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის როგორც N-50 საბავშვო ბაგა-ბაღს, ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და საბურთალოს რაიონის გამგეობას გადაეგზავნება.
კომისიის სხდომას N-50 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი, ბაღების მართვის საააგენტოს უფროსის მოადგილე, ამავე სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი და საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.