თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გააცნო.
კომისიის წევრებს შპს „ჰერმესის“ მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის თაობაზე ინფორმაცია სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელმა ბესიკ ახვლედიანმა მიაწოდა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი შენიშვნა-რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შპს „ჰერმესს“ გადაეგზავნება.
დღესვე სხდომაზე კომისიის წევრებმა შემმოწმებელი ჯგუფის წევრს რომან მხეიძეს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს ა(ა)იპ ქ.თბილისის N92 საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა წარუდგინა.
სარევიზიო კომისიის სხდომას შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელი მიხეილ ძაგანია, ასევე N92 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი თეონა ბოჭორიშვილი და ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.