თბილისის საკრებულოში გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომაზე, ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასული წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა ასევე იმსჯელეს ააიპ თბილისის N10 საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნის შესახებ.
დღესვე, დასკვნების განხილვის შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარემ ვახტანგ ჭედიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ ნათია ლატარიამ, შესყიდვების ინსპექტორმა ლადო კილასონიამ და N10 ბაგა-ბაღის დირექტორმა ნინო კეკელიამ სარევიზიო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს.
სხდომის დასასრულს, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.