თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კოლეგებს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ წარუდგინა.
დეპუტატებმა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები (წინასწარი) განიხილეს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა ვაკის, კრწანისის, დიდუბის, ნაძალადევის და მთაწმინდის რაიონების გამგეობების მიერ 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდში გაწეული საფინანსო - სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნებთან დაკავშირებით აღნიშნული გამგეობების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე იმსჯელეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.