თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ქონების მართვის სააგენტო”-ს მიერ 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო დასკვნა განიხილეს.
დღესვე დეპუტატებს ააიპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ მიერ 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო დაასკვნის თაობაზე ინფორმაცია სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელმა შალვა გოგორელიანმა მიაწოდა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად სსიპ “ქონების მართვის სააგენტოს’’ და „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.