თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 ივლისამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით სარევიზიო ჯგუფების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებსაც კომისიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს და კომისიის 2018 წელის 6 თვის (01.07.2018წ -31.12.2018წ) მუშაობის ანგარიში მოისმინეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანაშემწემ დავით მიროტაძემ წარმოადგინა.
სარევიზიო კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე და მისი მოადგილე ლევან მიქავა ესწრებოდნენ.