თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე უძღვებოდა.
სხდომაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ 2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე ააიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული ცენტრი „ლილოს“ მიერ 2015 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა შედგა.
დეპუტატებმა სხდომაზე ააიპ „ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლის“ მიერ 2016 წელში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ააიპ „სამეფო უბნის თეატრის“ მიერ 2015 და 2016 წლებში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ასევე ააიპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ - ს მიერ 2015 წლის 01 ნოემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
დღესვე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ 2015 წლის და 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ 2015 წლის და 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობისა და ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ქონების მართვის სააგენტო”-ს მიერ 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.