თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ხელმძღვანელობდა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ 2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ იმსჯელეს და სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
დღესვე სხდომაზე სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ 2015 და 2016 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების წინასწარი განხილვა შედგა, რის შემდეგაც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2016 წლის 6 თვის (01.07.2016-31.12.2016) მუშაობის ანგარიში წარმოადგინეს და საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2017 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.