თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა,სადაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძემ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი წარუდგინა.
სხდომაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების განხილვა შედგა.
დღესვე, კომისიის წევრებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის მიერ 2013, 2014, 2015 წლებში გაწეული, საფინანსო-სამეუნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნაზე სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ფარგლებში, 2014 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 23 სექტემბრამდე კულტურის კუთხით განხორიელებული საქმიანობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 23 სექტემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნა განიხილეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმება-ანალიზის დასკვნასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.