07 ნოემბერი 2025 დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომის დასაწყისში კომისიის თავმჯდომარე კოლეგებს მიესალმა, წარმატება უსურვა და სარევიზიო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ჯაფარიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე “თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
დღესვე, კომისიის წევრებმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი განსაზღვრეს და ამ პოზიციაზე სარევიზიო კომისიის წევრი ცოტნე ჩიქვინიძე აირჩიეს.