28 თებერვალი 2025
თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა "თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის № 49-97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი, სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა.
დღესვე სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2024 წლის შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის წევრებს შესაბამისი სამსახურის უფროსმა გიორგი ხვედელიძემ გააცნო.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე, სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებიც განიხილეს. განხილვას რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ.
საკითხების განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.