28 იანვარი 2025 თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს, რომელიც ქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს და სარევიზიო კომისიის 2024 წლის 6 თვის (01.07.2024-31.12.2024წწ) მუშაობის ანგარიში განიხილეს.