თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა „თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „ჰერმესის“ მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განხილვა გაიმართა.
დღესვე, სარევიზიო კომისიის წევრებმა ააიპ „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი“-ს მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზეც იმსჯელეს.
საკითხების განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ, კომისიას, სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარუდგინა.