თბილისის საკრებულოში გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2023 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა.
დღესვე, სხდომაზე, კომისიის წევრებს, თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სარევიზიო კომისიის ანალიზი, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან მიქავამ წარუდგინა.