თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს, რომელიც, თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ეხებოდა.
კომისიის სხდომაზე საკითხი თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.