თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე მიმდინარე განხილვას, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკითხის განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.