თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე
უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ხვედელიძის არჩევის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ გააცნო.
სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი და შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2023 წლის შიდა აუდიტის წლიური ანგარიშები ცნობად მიიღეს.