თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ 2018 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს. საკითხის განხილვას მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, კომისიის წევრებმა, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს და ამავე კომისიის 2023 წლის 6 თვის (01.07.2023-31.12.2023წწ) მუშაობის ანგარიში განიხილეს.