თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისს ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წლის 1 ივნისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განხილვას ეხებოდა.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული
რეკომენდაციები წარადგინა.