საკრებულოში გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.