თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განიხილეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.