თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სარევიზიო კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე „თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში ცვლილებები შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
სარევიზიო კომისიის წევრებმა მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო -სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. საკითხის განხილვას მთაწმინდის რაიონის გამგებელი ზურაბ კირკიტაძე და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, კომისიის სხდომაზე ააიპ „თბილისის ზოოლოგიური პარკი“-ს მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. მსჯელობას კომისიის სხდომაზე „თბილისის ზოოლოგიური პარკი“-ს დირექტორი ზურაბ გურიელიძე პარკის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.