თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ახვლედიანი უძღვებოდა. სარევიზიო კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს.
სხდომაზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. მსჯელობას კომისიის სხდომაზე შესაბამისი რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.