თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. სარევიზიო კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა, თბილისის N42-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარის“ მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეულ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზეც.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.