თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა, თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის №10 ხელოვნების სკოლის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა, რომლებიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს შეეხებოდა.