თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სარევიზიო კომისიის ანალიზი განიხილეს.
კომისიის სხდომაზე ასევე, ქალაქ თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განხილეს.
დღესვე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2022 წელს შესრულებული სამუშაოების წლიური ანგარიში წარადგინეს.
სარევიზიო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაციები მისცეს.