თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. საკითხის წარდგენას მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა ესწრებოდა.
კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 2019 წლის 1 დეკემბრიდან - 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები. საკითხის განხილვას ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ავთანდილ ნარიმანიძე ესწრებოდა.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე სსიპ „ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფლებამოსილებას მიკუთვნებული ტრანსპორტის მიმართულებით 2018 წლის 1 აგვისტოდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებიც განიხილეს და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ჯაიანს და ადმინისტრაციის უფროსს ბონდო გასვიანს მოუსმინეს.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს, სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციები წარუდგინა, რომლებიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს შეეხებოდა.