თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის შესახებ იმსჯელეს. ამავე სხდომაზე ასევე განიხილეს მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის N77-ე და N86-ე საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სარევიზიო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს, სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციები წარუდგინა, რომლებიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს შეეხებოდა.