თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიას, დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად, საკრებულოს თავმჯდომარისთვის წარსადგენად გადაეგზავნება.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 2019 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სარევიზიო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განხილვა გაიმართა, რომელსაც მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია ესწრებოდა. კომისიის მიერ სარევიზიო შემოწმებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები სამსახურს სახელმძღვანელოდ გადაეგზავნება.
ამავე სხდომაზე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს, სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციები წარუდგინა, რომლებიც რაიონულ გამგეობებს გადაეგზავნება.