თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე
უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N4-7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში პროექტი წარადგინეს.
დღესვე კომისის სხდომაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“-ს მირ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწუელი საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განხილეს.
ასევე, კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს.
სარევიზიო კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაციები მისცეს.