თბილისის საკრებულოში გამართულ სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა, საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2020 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური ანგარიში მოისმინეს. საკითხი კომისიის თავმჯდომარემ წარადგინა.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. აღნიშნული საკითხი, დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.