თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის ბიუჯეტის 2021 წლის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.