თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომაზე თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2021 წლის 6 თვის (01.07.2021წ -31.12.2021წ) მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
სხდომაზე „მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ და მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2021 წლის შიდა აუდიტის წლიური ანგარიში ცნობად მიიღეს.