თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომლის ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
აღნიშნული საკითხის განხილვისას, კომისიის წევრებმა, განსაკუთრებული ყურადღება მომდევნო წლის ქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე მსჯელობას დაუთმეს. განხილულ საკითხს, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.